ნეიმარი "მალაგასთან" ვერ ითამაშებს
"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი "მალაგასთან" ხვალ გასამართ დაპირისპირებას მცირე დისკომფორტის გამო გამოტოვებს. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ვარჯიშზე დღეს გამოცხადებულ ნეიმარს მარცხენა ფეხის კუნთი აწუხებდა. სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ ბრაზილიელს ტრავმა არ აქვს, მაგრამ დისკომფორტის გამო მას არ უვარჯიშია და ის არც "მალაგასთან" მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]