მონტოიამ "ბეტისში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
ესპანური Estadio Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა მარჯვენა მცველმა, მარტინ მონტოიამ სევილიურ "ბეტისში" სამედიცინო შემოწმება გაიარა.
მონტოია, რომელიც "ბარსელონას" პირველ გუნდში 2011 წელს დაწინაურდა, კატალონიელებმა, გასულ ზაფხულში, "ინტერში" გაანათხოვრეს. 24 წლის ფეხბურთელმა მილანურ გუნდში თავი ვერაფრით გამოიჩინა და დღის წესრიგში მისი სხვა გუნდში განათხოვრება დადგა.
ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, მონტოიას "ბეტისში" არენდით გაშვება გადაწყვეტილია. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მისი ტრანსფერი ორშაბათს ოფიციალურად დადასტურდება. ესპანელის არენდაში "ბეტისი" "ბარსელონას" ერთ მილიონ ევროს გადაუხდის. შეთანხმება ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას არ ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]