ფერნანდესი: "ერთი ფეხბურთელის შეძენას ვაპირებდით, მაგრამ..."
"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელის შეძენა თითქმის გამორიცხულია.
"ჩვენ ერთი ფეხბურთელის შეძენას ვაპირებდით, მაგრამ კლუბი რთულ ვითარებაშია. ალბათ, ზამთარში ახალი მოთამაშე არ გვეყოლება." – ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Movistar +.
უნდა აღინიშნოს, რომ ესპანურ მედიასა თუ პრესაში "სელტას" თავდამსხმელის, ნოლიტოს სახელს "ბარსელონას" უკავშირებდნენ. მაგრამ კატალონიელებს ფეხბურთელის შესაძენად საკმარისი თანხა (18 მილიონი ევრო) არ ჰქონდათ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]