ნევილი: "ის, რაც ვნახე, არ მომეწონა"
"ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, გუშინ "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" უმასპინძლა და სუარესის პოკერისა და მესის ჰეთ-თრიკის წყალობით, ანგარიშით 7-0 გაანადგურა.
"ის, რაც ვნახე, არ მომეწონა. ეს ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო", - აცხადებს გარი ნევილი.
"საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მსგავსი გამოცდილება მიღებული მაქვს. ახლა კი იგივე მწვრთნელის რანგში გამოვცადე".
"ბევრი სულელური შეცდომა დავუშვით, რისი გაკეთებაც არცერთ დონეზე შეიძლება, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მეტოქე "ბარსელონა" იყო", - დაასრულა ინგლისელმა თავკაცმა.
შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი ათ თებერვალს, "მესტალიაზე" გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 53 ]