მასკერანო: "არ ვფიქრობ, რომ კარიერას "ბარსელონაში" დავასრულებ"
არგენტინელმა ნახევარმცველმა თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ხავიერ მასკერანოს განცხადებით, მთელი დარჩენილი კარიერის განმავლობაში ის "ბარსელონას" მაისურით თამაშს არ აპირებს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იგი იძულებული იქნება, გადავიდეს ისეთ გუნდში, სადაც ასეთი მაღალი მოთხოვნები არ იქნება.
"არ ვფიქრობ, რომ კარიერას "ბლაუგრანაში" დავასრულებ", - ციტირებს მასკერანოს სიტყვებს A Bola.
"მოვა დრო, როდესაც გუნდის მოთხოვნებს ვეღარ დავაკმაყოფილებ, განსაკუთრებით ფიზიკურ ასპექტში. ერთ სეზონში 60-70 მატჩის ჩატარება ადვილი საქმე არ არის. ვნახოთ, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ ასეთ დონეზე თამაშს", - განაცხადა არგენტინელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]