სერჟი რობერტო იუბილარია!
ესპანელი ნახევარმცველი თავის 24-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.
სერჟი რობერტო ესპანეთის ქალაქ რეუსში დაიბადა. ფეხბურთის თამაში ცხრა წლის ასაკში დაიწყო. ხუთი წლის შემდეგ ის "ბარსელონას" ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. როდესაც 17 წლის იყო, "ბარსა ბ"-ს რიგებში მისი დებიუტი შედგა.
უკვე მეექვსე წელია, რობერტო "ბლაუგრანას" პირველი გუნდის ღირსებას იცავს. ამ დროის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ლა ლიგა სამჯერ, ესპანეთის თასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, ესპანეთის სუპერ თასი, უეფას სუპერ თასი და ფიფას საკლუბო მუნდიალი კი ერთხელ მოიგო.
სერჟი რობერტოს მთელი კარიერა წინ აქვს. ვულოცავთ მას დაბადების დღეს და დიდ წარმატებას ვუსურვებთ!
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]