"ლევანტე" - "ბარსელონა": ციფრები
გუშინ "ბარსამ" 2:0 სძლია ვალენსიურ "ლევანტეს" "სიუდად დე ვალენსიაზე". გთავაზობთ დასამახსოვრებელ ციფრებს თამაშიდან.
1. ლუის სუარესმა ბოლო წუთზე ლეო მესის პასით გაიტანა. მას ამ სეზონში ყველა ტურნირზე 36 გოლი დაუგროვდა, ლა ლიგაში კი ერთპიროვნული ლიდერი გახდა 20 გოლით. მან ბოლო 4 თამაშში 7 გოლი გაიტანა.
2. "ბარსამ" ანგარიში ხორდი ალბას ჩაწოდების და დავიდ ნავაროს ავტოგოლით გახსნა. მსგავსი რამ უკვე მეორედ ხდება მიმდინარე სეზონში. პირველად, ეს "ბეტისთან" "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში მოხდა.
3. ალბა გუნდს მხოლოდ პირველ გოლში არ დაეხმარა. მან "სიუდად დე ვალენსიაზე" 88 პასი გააკეთა. ინფოგრაფიკულ სურათზე მწვანედ სწორი, ხოლო წითლად არასწორი პასებია აღნიშნული.

4. სერხი რობერტომ გუშინ თავისი 24-ე დაბადების დღე აღნიშნა. მან ამ სეზონში უკვე 31 თამაში ჩაატარა, აქედან 21 სასტარტოდან დაიწყო.
5. მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუშინ არამარტო მე-100 მატჩი ჩაატრა, არამედ გაიმეორა პეპ გვარდიოლას რეკორდი, რაც 28-მატჩიან წაუგებელ სერიაში გამოიხატა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]