"ვალენსია" - "ბარსელონა": ფეხბურთელთა შეფასებები sport-ის მიხედვით
გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს "ვალენსიასთან" ფრედ დამთავრებულ მატჩში sport-ის ვერსიით. მაქსიმალური შეფასება - 10.
ტერ შტეგენი - 6
ნამდვილად არ იქნება ლუის ენრიკე ტერ შტეგენის ფეხით თამაშით კმაყოფილი. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნეგრედოს გოლში გარკვეული ბრალიც მიუძღვის. კარგი "სეივი" გააკეთა, როცა მან დანილოს ჯარიმა აიღო.
ვიდალი - 6
კარგად ითამაშა. გუშინდელ დაპირისპირებაში ჰქონდა კარგი მომენტებიც. იყო ამბიციური შეტევაში, მაგრამ სიზუსტე აკლდა.
ბარტრა - 5
მისი მთავარი მისია ნეგრედოს დევნა იყო, რასაც ასე თუ ისე გაართვა თავი. თამაში დაასრულა კაპიტნის რანგში.
ვერმალენი - 7
დაცვაში კარგად ითამაშა. არ კარგავდა ბურთს სახიფათო სიტუაციებში და ბევრჯერ არ დაჯარიმებულა. საჰაერო ორთაბრძოლებში კარგად გამოიყურებოდა.
მატიე - 3
დიდი ვერაფერი გააკეთა. დაუშვა შეცდომები, თუმცა მან გუნდის გადარჩენაც მოახერხა, თავისი გუნდი აშკარა გაშვებულ გოლს იხსნა ჩაწოდების შემდეგ.
ადრიანო - 5
ამ თამაშში გუნდის კაპიტანი მარცხნივ თამაშობდა. არ იყო ცუდი, მაგრამ არც კარგი. საბოლოოდ, დუგალსმა შეცვალა.
სამპერი - 5
პირველ ტაიმში ის იმ სივრცეებს ავსებდა, რომელშიც არავინ იყო. განსაკუთებული არაფერი გაუკეთებია, მეორე ტაიმში ცოტა მოუმატა.
სერხი რობერტო - 6
თამაში კარგად დაიწყო, ავსებდა ნახევარდაცვას. ჰქონდა ცოტა შეცდომა.
რაკიტიჩი - 6
ცდილობდა ყოფილიყო გამორჩეული მოედანზე. მეორე ტაიმში კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ დომენეკმა მას დარტყმა აუღო.
სანდრო - 4
ცუდი თამაში, მოედანზე თითქოს შეუმჩნეველი იყო. ბევრი სარგებელი ვერ მოუტანა გუნდს შეტევაში.
მუნირი - 6
ცდილობდა ხიფათის შექმნას, მაგრამ თამაში მაინც ცუდი იყო. ხელი შეუშალა ბარტრას გოლის გატანაში.
შეცვლები
დუგლასი - 5
კამარა - 7
კაპტუმი - 7
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]