ლუის ენრიკე: "რეკორდი მხოლოდ ციფრებია"
მოგეხსენებათ, გუშინ "ბარსელონამ" რეკორდული წაუგებელი სერია გააგრძელა, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ამას დიდ უპირატესობას არ ანიჭებს.
წინა რეკორდი ხოსეპ გვარდიოლას ეკუთვნოდა, რომლის გუნდიც ზედიზედ 28 შეხვედრაში არ დამარცხებულა. ეს რეკორდი ახლა უკვე ლუის ენრიკეს ეკუთვნის. სამ ოქტომბერს, "სევილიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "ბარსელონას" არ წაუგია.
ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე "ბლაუგრანა" მარცხდებოდა, თუმცა, 82-ე წუთზე მინდორზე ვილფრიდ კაპტუმი შევიდა, რომელმაც ანგარიში ორ წუთში გაათანაბრა.
"რეკორდი მხოლოდ ციფრებია. ვნახოთ, მოგვიტანს თუ არა ის ტიტულებს", - განაცხადა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, შემდეგ მატჩს "ბარსელონა" ლა ლიგის ეგიდით "სელტას" წინააღმდეგ გამართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]