10 საინტერესო სტატისტიკა "ბარსას" რეკორდული 29 წაუგებელი თამაშიდან
"ვალენსიასთან" მატჩში "ბარსამ" კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - კლუბმა ზედიზედ 29 მატჩში არ წააგო, რაც მართლაც, შთამბეჭდავი შედეგია. გთავაზობთ 10 საინტერესო სტატისტიკას, რომელიც ამ წაუგებელ სერიას ეხება.
1. ამ 29 თამაშიდან "ბარსას" 23 მოგებული და მხოლოდ 6 ფრე აქვს ("ბაიერი ლევერკუზენი", "ვილიანოვენსე", "ვალენსია" ორჯერ, "დეპორტივო" და "ესპანიოლი").
2. "ბარსამ" 87 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 15 მიიღო. საშუალოდ, "ბარსა" მატჩში 3,00 გოლს იტანდა, ხოლო საკუთარ კარში 0,517 გოლს უშვებდა.
3. ლუის ენრიკემ 29 მოთამაშე გამოიყენა, ლუის სუარესმა ყველაზე მეტი წუთი ითამაშა - 2070, ხოლო რაკიტიჩმა კი ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა - 25.
4. კლუბის სუაკეთესო ბომბარდირი ლუის სუარესია 30 გატანილი ბურთით, მას ლეო მესი (18) და ნეიმარი (16) მოყვება.
5. არავის აქვს ნეიმარზე მეტი გაკეთებული საგოლე პასი - 16.
6. ბრავომ 17 მატჩში მხოლოდ 7 ბურთი გაუშვა. საშუალოდ, 0,47. ტერ შტეგენმა კი 7 ჩატარებულ 10 მატჩში, საშუალოდ, 0,7 ერთ მატჩში. მე-3 მეკარე ხორდი მასიპმა ორი თამაში ჩაატარა და ერთი ბურთი გაუშვა.
7. "ბარსას" 5 სარეზერვო გუნდის მოთამაშე დაეხმარა. ესენია სამპერი (417 წუთი), გუმბაუ (208 წუთი), კაპტუმი (137), აიტორი (116) და ხუან კამარა(33).
8. 29 მატჩში, "ბარსამ" მხოლოდ "ვილიანოვენსეს" და "ესპანიოლს" ვერ გაუტანა გოლი ერთ მატჩში. ორივე გასვლაზე , მაგრამ სხვადასხვა ტურნირზე.
9. "ვალენსიასთან" 7-0 მოგება, ჯერ -ჯერობით, ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვებაა.
10. საინტერესოა, რომ "ბარსას" "კამპ ნოუზე" ამ სეზონში ვერავინ ამარცხებს. ბოლო 29 მატჩში კი მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა "დეპორტივოსთან". ლუის ენრიკეს გუნდს გასვლაზე ცოტა უჭირს - 7 მოგება და 5 ფრე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]