„მანჩესტერ სიტიმ“ ბუსკეტსსთან მოლაპარაკებები დაიწყო
ინგლისური "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა კატალონიის "ბარსელონას" 27 წლის ესპანელ ნახევარმცველს სერხიო ბუსკეტსს დაუკავშირდა. იტყობინება, Sports.
27 წლის ფეხბურთელმა რამოდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ერთხელაც "ბარსელონას" დატოვებს, თუმცა მიზეზი მხოლოდ პეპ გვარდიოლა იქნება, ეს უკანასკნელი კი 2016/2017 სეზონიდან სწორედ "მანჩესტერ სიტის" გაწვრთნის.
"ქალაქელებისთვის" აღნიშნული ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენილა და ფეხბურთელს დაუდასტურეს, რომ კლუბის კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება. სერხიოს ტრანსფერი იმ შემთხვევაში იქნება რეალური თუ ფეხბურთელი კატალონიელებთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, გაუმჯობესებული პირობებით.
ბუსკეტსის მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]