რაკიტიჩი: "მნიშვნელოვანია ტიტულების მოპოვება"
ხორვატი ფეხბურთელისთვის სარეკორდო დაუმარცხებელი სერია კარგია, თუმცა, მწვრთნელის მსგავსად, ამას ისიც არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას.
"რეკორდის გაგრძელებაზე არ გვიფიქრია, უბრალოდ კარგი თამაშის ჩვენება და პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება გვსურდა. ამგვარი ფაქტები მეტად სასიამოვნოა, მაგრამ პირველ ადგილზე ტიტულები დგას", - თქვა ივან რაკიტიჩმა "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ.
"ფინალის საგზური მოვიპოვეთ და ამით ძალიან ბედნიერები ვართ. მიუხედავად პირველ შეხვედრაში მოპოვებული უდიდესი უპირატესობისა, კარგი ფეხბურთის სათამაშოდ ენთუზიაზმი მაინც გვქონდა".
"ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მომეწონა ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშიც. საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად მათ კარგი შანსი მიეცათ და გამოიყენეს კიდეც".
გვარდიოლას რეკორდის დამხობასთან დაკავშირებით, ხორვატმა შემდეგი რამ განაცხადა: "ერთადერთი რამ, რაც შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ "ბარსელონას" შემადგენლობაში სიამოვნებით ვთამაშობ. პეპის გუნდი ძალიან ძლიერი იყო, ჩვენიც ასეთია. შეგვიძლია, ბედნიერნი ვიყოთ იმით, რასაც ვაკეთებთ".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]