გასპარი: "რეალს" "ბარსელონასი" ეშინია"
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხუან გასპარი მიიჩნევს, რომ "რეალის" პირველ პირს, ფლორენტინო პერესს ეშინია, "ბარსელონამ" მორიგი თასი მისი გუნდის სტადიონზე არ აღმართოს.
როგორც იცით, ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონა" და "სევილია" გავიდნენ. ვინაიდან ნეიტრალურ სტადიონებს შორის ყველაზე ტევადი "სანტიაგო ბერნაბეუა", ორივე გუნდს ფინალის ამ არენაზე ჩატარება სურს, თუმცა, "რეალი", როგორც ყოველთვის, უარზეა.
"რეალს" ეშინია, რომ "ბარსელონა" ტიტულს ამ გუნდის სტადიონზე მოიპოვებს. თუ მოტივი მართლაც ესაა, დაე მათ ეს აღიარონ. მადრიდელებმა მიზეზი მთელ მსოფლიოს უნდა აუხსნან. პერეს - თუ არ გინდა, რომ "ბარსელონამ" შენ სტადიონზე ითამაშოს, გამოიჩინე ვაჟკაცობა და ეს ღიად თქვი." - აცხადებს გასპარი, რომელიც "ბარსელონას" პრეზიდენტი 2000-2003 წლებში იყო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]