სერხიო რამოსი: "რეალის" ბედი "ბარსელონას" ხელშია"
მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ბარსელონასთან" დიდ ჩამორჩენაზე კომენტარს აკეთებს და ფიქრობს, რომ "რეალის" ბედი "ბარსელონას" ხელშია.
"ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. წინ უამრავი მატჩია. სიმართლე უნდა ითქვას - ყველაფერი "ბარსელონაზეა" დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ტიტულის მოგების იმედი კვლავ გვაქვს. ჩვენ ვალდებულები ვართ ყოველ მატჩზე ორიენტაცია მოვახდინოთ და ქულები არ დავკარგოთ. "ბარსელონას" სეზონის ბოლომდე უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა." - აცხადებს სერხიო.
აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით უსწრებს, "ატლეტიკოს" 6-ით. "ბარსელონას" მომდევნო ტურებში მართლაც ადვილი კალენდარი აქვს, აი "რეალს" კი რამდენიმე რთული მატჩი ელოდება "მალაგასთან" გასვლაზე, "ატლეტიკოსთან", "სევილიასთან" და "სელტასთან" - სახლში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]