სუარესი: "ასეთ გამარჯვებებს ჩემპიონობა მოაქვს"
ურუგვაელი თავდამსხმელი ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
"ზოგჯერ იძულებული ხარ, ტიტულების მოსაგებად ძალიან გაწვალდე. რა თქმა უნდა, გამარჯვების მსუბუქად მოპოვება ბევრად უფრო სასიამოვნოა, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მაგალითად, "ლას პალმასთან" შეხვედრაში მცირე გაძლება დაგვჭირდა. ამ ყველაფერს კი, საბოლოოდ, ჩემპიონობა მოაქვს", - აცხადებს ლუის სუარესი.
"ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის მატჩი ჩავატარეთ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ქულების მოპოვებას აგრძელებს. მე, ჩემის მხრივ, ვცდილობ, გუნდს გოლებითა და საგოლე პასებით დავეხმარო", - დაასრულა ურუგვაელმა.
შეგახსენებთ, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სუარესის ანგარიშზე 24 მატჩში 25 გატანილი ბურთი და ასევე, 13 შედეგიანი გადაცემაა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]