მესი: "ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი"
არგენტინელი თავდამსხმელი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
"საბედნიეროდ, ამ მატჩში პენალტის გამოყენება მოვახერხეთ. ყოველ წელს მეკარეები უფრო და უფრო მეტს სწავლობენ, აქედან გამომდინარე, მათ კარში გატანა კიდევ უფრო რთულდება", - აცხადებს ლიონელ მესი უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან მიცემულ ინტერვიუში.
"მოხარული ვარ, რომ პეტერ ჩეხის კარის აღება შევძელი. თუმცა, პირველ რიგში, ტოპ-კლუბის წინააღმდეგ შესანიშნავი თამაშის დემონსტრირება მოვახდინეთ".
"კმაყოფილი ვარ მუშაობით, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მინდორზე გასწია. თუმცა, ამ დაპირისპირების საბოლოო გამარჯვებული ჯერ კიდევ არ არის ცნობილი".
"ვიცით, თუ რა შეუძლია "არსენალს". ასე რომ, არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ გუშინ ბრწყინვალე შედეგი დავაფიქსირეთ", - დაასრულა არგენტინელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]