გააკეთო 3 ასისტი, გაიტანო გოლი და ვერ გაიტანო პენალტი ერთ მატჩში - ეს მხოლოდ მესის შეუძლია
მომავალში, შესაძლოა, ასეთი შეკითხვა დაგისვან - რომელმა ფეხბურთელმა გააკეთა 3 ასისტი, გაიტანა გოლი და ამავე დროს, გააფუჭა პენალტიც "ხეტაფეს" წინააღმდეგ ერთ მატჩში? ცხადია, ეს მხოლოდ ლეო მესის შეუძლია.
როგორც ვთქვით, არგენტინელმა 3 საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ ვინ იცის უფრო მეტიც - თავისმა თანაგუნდელებმა არაერთი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, რომელიც მესის აქტიურობას მოჰყვა.
ვნახოთ, მესის მართლაც, შთამბეჭდავი სტატისტიკა: მან უკვე 23 გოლი გაიტანა 2016 წელს, რისთვისაც, სულ რაღაც, 18 მატჩი დასჭირდა. გარდა ამისა, მას უკვე 12 საგოლე პასი დაუგროვდა და რომ არა თანაგუნდელების გამოუყენებელი მომენტები, ეს ციფრი გაიზრდებოდა.
ნებისმიერ მომენტში ყველა ვამჩნევთ, რომ ეს "ბარსელონა" შეუჩერებელია და ვინ იცის, გუნდმა წინა სეზონის შედეგი - ტრიპლეტი გაიმეოროს.
ქვემოთ, სურათზე ხედავთ მესის შთამბეჭდავ სტატისტიკას "ხეტაფესთან" მატჩში:

აი, პენალტი კი სულ სხვა თემაა. მესიმ ბურთი მეკარისგან დაბალ მარცხენა კუთხეში გაუშვა, მაგრამ გუაიტამ მოახერხა ბურთის მოგერიება. ხუთგზის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულმა პენალტი საკმაოდ ცუდად დაარტყა.
მესიმ უკვე მე-4 პენალტი ვერ გამოიყენა ამ სეზონში დადებული 8 პენალტიდან, რაც სულაც არაა კარგი შედეგი ისეთი ფეხბურთელისგან, როგორიც მესია. მესიმ ოთხივე პენალტი ლა ლიგაში გააცუდა "ატლეტიკის", "ლევანტეს", "ხეტაფეს", "სელტას" (გათამაშებული პენალტი გაცუდებულში ითვლება) წინააღმდეგ. მესის გამოყენებული აქვს "არსენალის", "ლევანტეს", "ატლეტიკისა" და "ეიბარის" წინააღმდეგ.

იმედია, მესი თანაგუნდელებთან ერთად მიხედავს ამ პრობლემას. პენალტი - ეს ისაა, რამაც შეიძლება გუნდს დიდი წარმატება ან დიდი წარუმატებლობა მოუტანოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 37 ]