აბიდალი თვლის, რომ "ბარსა" მასთან უფრო გულახდილი უნდა ყოფილიყო
"ბარსელონას" ყოფილი ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი მიიჩნევს, რომ როდესაც ის კატალონიური კლუბიდან გაუშვეს, ხელმძღვანელობას უფრო გულახდილად საუბარი მართებდა.
"გადაწყვეტილება ისეთი იყო, როგორიც იყო. მას უნდა შევგუებოდი. გარდა ამისა, სათქმელი არაფერი მქონდა, რადგან კლუბთან კონტრაქტი დამიმთავრდა. თუმცა, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თუ მეტყოდნენ: "შენ სიმსივნე გქონდა, რისი გამოც, მომდევნო სეზონში შენზე იმედებს ვერ დავამყარებთ." მათ კი მითხრეს, რომ ეს პროფესიონალური გადაწყვეტილება იყო."
ერიკ აბიდალი "ბარსელონაში" 2007-2013 წლებში თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 193 თამაში ჩაატარა და 15 ტიტული მოიგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]