ლევანდოვსკი: "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია"
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელი მიმდინარე ევროტურნირთან დაკავშირებით საუბრობს.
"ბაიერნი" - ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი? არ ვიცი. ჩვენი ყველა მოთამაშის ჯანმრთელად ყოფნის შემთხვევაში, შეიძლება ამის თქმა, მაგრამ ამ მომენტში - არა", - ციტირებს რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს Goal.com.
"ამჟამად მსოფლიოს ყველა გუნდს შორის საუკეთესო ფორმაში "ბარსელონა" იმყოფება. აქედან გამომდინარე, ისინი ამ ტურნირის ფავორიტებად ითვლებიან. შესაძლოა, ეს ნაადრევი დასკვნაა, რადგან ზუსტად ვერ ვიტყვი, თუ როგორ შეძლებენ კატალონიელები არსებული კონდიციის სეზონის ბოლომდე შენარჩუნებას", - განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]