სუარესი და ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ
უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩების სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც "ბარსელონას" შემადგენლობიდან ლუის სუარესი და ნეიმარი მოხვდნენ.
ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში "არსენალთან" სუარესმა და ნეიმარმა შესანიშნავად ითამაშეს. ურუგვაელმა თავი საგოლე გადაცემითა და გოლით გამოიჩინა, ბრაზილიელმა კი - გოლით.
სუარესისა და ნეიმარის გარდა სიმბოლურ გუნდში ზუტი, ხუანფრანი, დრაგოვიჩი, ხიმენესი, კლიში, ტურე, პოგბა, კომანი და გრიზმანი მოხვდნენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]