ლუის ენრიკემ დიეგო სიმეონეს ყველა მატჩი მოუგო
ლუის ენრიკემ დიეგო სიმეონეს "ბარსას" მწვრთნელის რანგში ყველა მატჩი მოუგო. მათ ორი სეზონის მანძილზე 6 შეხვედრა ჩაატარეს, ექვსივეში "ბარსამ" მოიგო. გუნდებმა 2 მატჩი ჩაატარეს ესპანეთის თასზე, 4 კი - ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. ახლა, ისინი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ხვდებიან.
"ბარსამ", თითქოს, რევანში აუღო "როხიბლანკოს" 2013/14 სეზონების შემედგ. მოგეხსენებათ, მაშინ, "ბარსამ" მადრიდელებს ვერცერთი მატჩი მოუგო გამართული 6-დან, რაც ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის და ლა ლიგის ტიტულის დათმობის ფასად დაუჯდა. ლუის ენრიკე კი "ჩოლოს" ყველა მატჩს უგებს. სიმეონესა და ლუის ენრიკეს შორის პირველი დუელი 2015 წლის 11 იანვარს "კამპ ნოუზე" შედგა და "ბარსამ" 3-1 დაამარცხა მადრიდული მეტოქე. ამის შემდეგ იყო 1-0, 2-3 (კოპა დელ რეიზე), 0-1, 1-2 და 2-1 (ლა ლიგაში).
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 5 ან 6 აპრილს შეხვდება "კამპ ნოუზე", ხოლო განმეორებითი თამაში 12 ან 13 აპრილს "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 45 ]