დელ პიერო: "ბარსელონას" ლიდერი მესია, მომავალი კი ნეიმარს ეკუთვნის"
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდზე საუბრობს.
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ახალგაზრდა ბრაზილიელი შეაქო. დელ პიეროს თქმით, ნეიმარს შეუძლია, ლიონელ მესის მემკვიდრე გახდეს.
"ნეიმარი წარმოუდგენელი მოთამაშეა, რომელსაც დიდი მომავალი ელის. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ევროპაში გადმოვიდა და ახლა ბრწყინვალე გუნდში თამაშობს", - ამბობს ალესანდრო დელ პიერო.
"მიუხედავად ამ ყველაფერისა, "ბარსელონას" ლიდერი კვლავ ლიონელ მესია, თუმცა მომავალი ნამდვილად ნეიმარს ეკუთვნის".
"წარმოუდგენელია ის, რაც მესიმ "ბლაუგრანასთვის" ბოლო ათი წლის განმავლობაში გააკეთა. მართალია, მან უამრავი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა, თუმცა მან ამ ყველაფერს გუნდთან ერთად მიაღწია", - დაასრულა იტალიელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]