ინიესტა: „კრუიფის გარდაცვალება - ცუდი დღე „ბარსასთვის“ და ცუდი დღე ფეხბურთისთვის“
"ბარსას" კაპიტანი ანდრეს ინიესტა საუბრობს იოჰან კრუიფის გარდაცვალებაზე და აცხადებს, რომ ეს ცუდი დღეა "ბარსელონასთვის" და მსოფლიო ფეხბურთისთვის.
"კრუიფის გარდაცვალება - ეს ცუდი, მოწყენილი დღეა "ბარსელონასთვის" და არამარტო "ბარსელონასთვის", არამედ მსოფლიო ფეხბურთისთვის. მისი გარდაცვალება ეხება ყველას, განსაკუთრებით, მის მეგობრებს და ოჯახს. მე ყოველთვის მემახსოვრება ის, მან კლუბს ყველაფერი მისცა, ის "ბარსას" წარმატების მთავარი გასაღები იყო." - აცხადებს, ინიესტა.
შეგახსენებთ, რომ იოჰან კრუიფი გუშინ, 68 წლის ასაკში, ფილტვის სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]