სატრანსფერო ჭორები: კურტუა „ბარსელონაში“?
თუ მადრიდულ გამოცემა Marca-ს დავუჯერებთ, "ბარსა" მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მეკარეს ეძებს. ერთ-ერთ ვარიანტად "ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუა სახელდება.
როგორც ირკვევა, კატალონიაში არ ფიქრობენ, რომ ტერ შტეგენი ღირსეულად შეცვლის კლაუდიო ბრავოს და თან ამას ისიც ემატება, რომ "ბარსელონას" შეფებს არ მოსწონთ ტერ შტეგენის განცხადებები ნაკლებ სათამაშო დროსთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, კატალონიელები თუ სხვა მეკარეს იყიდიან ტერ შტეგენს დააბრუნებენ გერმანიაში მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე.
ირკვევა, რომ "ბარსელონა" ტიბო კურტუათი ინტერესდება და მას უნდა "ბარსაში" თამაში. საქმეს ის ართულებს, რომ ეს მეკარე ასევე სურს "რეალ მადრიდს" და როდესაც ეს ორი გიგანტი შენით ინტერესდება, ძნელია არჩევანის გაკეთება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 38 ]