არ გამოტოვო "ბარსელონას" გულშემატკივრების ყველაზე გრანდიოზული შეკრება
2 აპრილს, "ელ კლასიკოს" დროს, სასტუმრო "ასტერიონში", "ბარსელონას" ქართველი გულშემატკივრების ყველაზე გრანდიოზული შეკრება გაიმართება, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. "ასტერიონი" მზადაა უმასპინძლოს "ბარსელონას" რამდენიმე ასეულ გულშემატკივარს.
"ასტერიონში" გულშემატკივრების მიღება 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. 22 საათზე, შეკრების ორგანიზატორები ადგილზე მყოფ ქომაგებს გრანდიოზული სიურპრიზის შესახებ აცნობებენ. ეს სიურპრიზი, "ბარსელონას" ყველა ქართველი გულშემატკივრისთვის ნამდვილად სასიხარულო ამბავი იქნება.
თამაშის დაწყებამდე და ტაიმებს შორის შესვენების დროს, ჩატარდება წამახალისებელი ვიქტორინები, რომელთა გამარჯვებულებსაც შეკრების სპონსორები დაასაჩუქრებენ.
შეკრების დროს, შეგიძლიათ მიირთვათ ლუდი ყველაზე იაფად მთელ თბილისში.
სასტუმრო "ასტერიონი" მდებარეობს ორთაჭალის ავტოსადგურთან, დიმიტრი გულიას ქუჩის პირველ ნომერში. იხილეთ რუკაზე.
შეკრებაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის გასავლელად შეავსეთ მარტივი ფორმა ამ სიახლის ბოლოში.
კითხვების გაჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
ასაკობრივი შეზღუდვა: +18
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 80 ]