"ბარსელონას" პრეზიდენტები "ელ კლასიკოზე" შეიკრიბებიან
ყველა ის ცოცხალი ადამიანი, რომელიც წარსულში "ბარსელონას" პრეზიდენტი ყოფილა, ორ აპრილს გასამართ "ელ კლასიკოზე" შეიკრიბება, რათა პატივი მიაგონ იოჰან კრუიფის ხსოვნას.
Marca-ს ინფორმაციით, შაბათს, "ბლაუგრანასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირების დროს, ხოსეპ მარია ბართომეუსთან ერთად, საპრეზიდენტო ლოჟაში წარმოდგენილნი იქნებიან კლუბის ყოფილი პრეზიდენტები: აგუსტი მონტალი, რაიმონ კარასკო, ხოსეპ ლუის ნუნესი, ჟოან გასპარი, ენრიკ რეინა, ჟოან ლაპორტა და სანდრო როსელი.
ზემოთჩამოთვლილმა ყველა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, დაესწროს "ელ კლასიკოს" და პატივი მიაგოს ლეგენდარულ ჰოლანდიელს.
იოჰან კრუიფის გარდაცვალება "ბარსელონას" ყველა პრეზიდენტს პირველად მოუყრის თავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]