მატიეს ოპერაცია ჩაუტარდება
"ბარსელონას" ვეტერანი მცველის დაზიანება არც თუ ისე მსუბუქია.
მოგეხსენებათ, ჟერემი მატიე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რუსეთის წინააღმდეგ თამაშის დროს დაშავდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან რვა წუთის შემდეგ ის იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.
როგორც "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, ფრანგი მცველის ტრავმა სერიოზულია.
სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ მატიეს მარჯვენა ფეხის მუხლის არეში მენისკი აღენიშნება. ამიტომაც, ხუთშაბათს მას ოპერაცია ჩაუტარდება.
მოსალოდნელია, რომ ტრავმის გამო, მატიეს მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს. აგრეთვე, არაა გამორიცხული, მონაწილეობა მან ვერც ევროპის ჩემპიონატზე მოახერხს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]