"ატლეტიკოსთან" მატჩის განაცხადი ცნობილია
დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართება, სადაც კატალონიის "ბარსელონა", მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს. "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ის 18 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც დღეს გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ.
დღევანდელ შეხვედრაში ტრავმის გამო მატიე, ადრიანო, სანდრო და ვიდალი ვერ მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხებათ დუგლასსა და მასიპს, ისინი ენრიკეს გადაწყვეტილებით ვერ მოხვდნენ განაცხადში.
"ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ალვესი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, მუნირი, ალბა, ს. რობერტო, ვერმალენი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]