ენრიკე: "სამწუხაროა, რომ მესამე ვერ გავიტანეთ"
კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
მოგეხსენებათ, გუშინ, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე მადრიდელები ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
"პირველ რიგში, ჩვენ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელიც ორგანიზებული დაცვის მქონე გუნდია. დაცვაში ერთადერთი შეცდომა დავუშვით, როდესაც ანგარიში გაიხსნა. ამან თამაში ბევრად უფრო გაართულა", - აცხადებს ლუის ენრიკე მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე.
"ცუდია, რომ მესამე ბურთის გატანა ვერ შევძელით. წინ საპასუხო მატჩი გველოდება, სადაც უკეთ თამაში გვმართებს. "ბარსელონას" გამოწვევები უყვარს. მადრიდში ბრძოლა განსაკუთრებულია. "ატლეტიკო" თავის სტადიონზე უნდა დავამარცხოთ".
"თუ არსებობს გუნდი, რომელსაც "ვისენტე კალდერონზე" გამარჯვება შეუძლია, ეს "ბარსელონაა", - შეაჯამა ესპანელმა სპეციალისტმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]