"ბარსელონა" ტერ შტეგენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
კატალონიის "ბარსელონა" გუნდის გერმანელ მეკარესთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან განშორებას არ აპირებს და ახალგაზრდა კიპერს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ტერ შტეგენი გუნდში მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა, რაც მან რამდენჯერმე დაადასტურა კიდეც. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ 23 წლის კარის დარაჯის შეძენის სურვილს რამდენიმე კლუბი გამოთქვამს.
თუმცა, "ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ ტერ შტეგენი გუნდის მომავალი ნომერ პირველი მეკარე უნდა იყოს. ამის მტკიცებულება კი ის იქნება, რომ კატალონიელები ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს და ფინანსურად გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ.
ტერ შტეგენსა და "ბარსელონას" შორის ამჟამად მოქმედ კონტრაქტს ვადა 2019 წლის ზაფხულში გასდის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]