მარკინიოსის აგენტი "ბარსას" წარმომადგენლებს შეხვდა
ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "პარი სენ ჟერმენის" მცველის, მარკინიოსის შეძენის ვარიანტს განიხილავს.
როგორც კატალონიური Sport იტყობინება, 21 წლის ბრაზილიელის აგენტი ამ კვირაში "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გასამართად ესპანეთში ჩაფრინდა. ცნობილია, რომ მარკინიოსი ფრანგულ კლუბში სათამაშო პრაქტიკით უკმაყოფილოა. მან მიმდინარე სეზონში 38 მატჩი ჩაატარა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მარკინიოსის შეძენის სურვილს, "ბარსელონას" გარდა, "ჩელსი" და "სიტიც" გამოთქვამენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]