ტერ შტეგენი, შესაძლოა, ლენომ შეცვალოს
არაა გამორიცხული, ლევერკუზენის "ბაიერის" გოლკიპერი კატალონიის დედაქალაქში ვიხილოთ.
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა 24 წლის მეკარის, ბერნდ ლენოს შეძენით არის დაინტერესებული. ადრე ცნობილი იყო, რომ ამ ფეხბურთელის პირად ხელშეკრულებაში მის გამოსასყიდ თანხად 18 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა ეს პუნქტი მხოლოდ მიმდინარე წლის 30 აპრილამდეა ძალაში.
მოგეხსენებათ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სათამაშო დროის ნაკლებობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას მუდმივად გამოთქვამს და ზაფხულში სამუშაო ადგილის შეცვლა სურს.
როგორც ცნობილია, ტერ შტეგენის მიმართ ინტერესს "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" იჩენენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ლენომ 47 შეხვედრაში 55 ბურთი გაუშვა. 18 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. რაც შეეხება ტერ შტეგენს, მის ანგარიშზე 22 თამაშში 25 გაშვებული ბურთი და 5 მშრალად შენახული კარია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]