ლიონელ მესი. ცხოვრების წესები

ლიონელ მესი. ცხოვრების წესები

გთავაზობთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო ფეხბურთელის, "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელის, ლიონელ მესის რამდენიმე ყველაზე ცნობილ ციტატას.

- ფული ჩემი მოტივაცია არ არის. ეს ჩემს თამაშში ვერანაირ გავლენას ახდენს. ბურთთან შეხებით უბრალოდ ბედნიერი ვარ.

- ფეხბურთის თამაშში ფულს რომ არ იხდიდნენ, უფასოდ ვითამაშებდი.

- მიყვარს კონკურენცია და მძულს მარცხი. წაგების შემდეგ ვინმესთან ლაპარაკიც კი არ მინდა.

- მათ, ვინც ამბობს, რომ პრემიერ ლიგის რთულ პირობებში არ მითამაშია, სავარაუდოდ, არ იციან, თუ როგორი ვითარება იყო როსარიოში. იქ მოედანზე მინა და ორმოების სრული კომპლექტი იყო. მიუხედავად ამისა, მაინც კარგად გამოვიყურებოდი.

- ჩემსა და რონალდუს შორის, ურთიერთპატივისცემის გარდა, არაფერია. ვთამაშობთ საკუთარი გუნდებისთვის და ვართ მტრები მოედანზე, მაგრამ არა ცხოვრებაში.

- არ მაინტერებს რეკორდები, მათ არ მოაქვთ ტიტულები.

- ოცნების ასახდენად უნდა იბრძოლო, თავდაუზოგავად იმუშაო და მსხვერპლის გასაღებად მზად იყო.

- არაფერია ბავშვის ღიმილის ნახვაზე უკეთესი. ყოველთვის ვცდილობ, მათ ავტოგრაფი მაინც ვუსახსოვრო. ასეთი ღიმილი ჩემთვის უფრო ღირებულია, ვიდრე ყველა ფული მსოფლიოში.

- ყოველთვის მიყვარდა ფეხბურთი და დიდ დროს ვუთმობდი. ბავშვობაში, მეგობრები ხშირად მეძახდნენ სათამაშოდ, მაგრამ სახლში ვრჩებოდი, რადგან მეორე დღეს ვარჯიში მქონდა.

- ჩემთვის გუნდთან ერთად წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური ჯილდოები და ბევრი გოლი. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, რა დარჩება? ვიმედოვნებ, კარგ ბიჭად გამიხსენებენ.

- შეუძლებელია, უკვე მიღწეულმა წარმატებამ გამარჯვების სურვილი მოკლას.

- ფეხბურთის თამაშისგან ისეთივე სიამოვნებას ვიღებ, როგორსაც ბავშვები ქუჩაში.

- სასიამოვნოა, როდესაც ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს გიწოდებენ. თუმცა, თუ ტიტულებს ვერ მოიგებ, ეს არაფერს ნიშნავს.

- ყოველთვის ვიცოდი, რომ ფეხბურთის გულისთვის ბევრი რამის დათმობა მომიწევდა. დავტოვე არგენტინა, ოჯახი, მეგობრები. მაგრამ ყველაფერი, რაც გავაკეთე, ფეხბურთის და საკუთარი ოცნებების გამო.

- წლის დასაწყისში ყოველთვის გუნდთან ერთად წარმატების მიღწევაზე უნდა იფიქრო. ინდივიდუალური პრიზები ასეთი მნიშვნელოვანი არ არის.

- საყვარელ გოლად არცერთს მივიჩნევ. მახსოვს მნიშვნელოვანი გოლები, მაგრამ ვერცერთს გამოვარჩევ.

- არასდროს მითქვამს უარი არგენტინელობაზე. არასდროს მინდოდა ეს.

- არ აქვს მნიშვნელობა, ამხანაგური თამაშია, ქულების მოსაპოვებელი, თუ ფინალი. ყოველთვის ერთნაირად ვთამაშობ.

- გამიმართლა, რომ ვარ იმ გუნდის ნაწილი, რომელიც მეხმარება, ვიყო ძლიერი. გუნდის მიერ ჩემს განვითარებაში შეტანილი წვლილი არანაკლებია, ვიდრე მე შემიტანია მასში.

- ზოგჯერ უნდა შეეგუო იმ ფაქტს, რომ ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნები.

- "ბარსელონაში" კარიერის ბოლომდე დარჩენის სურვილი მაქვს.

- გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. არ აქვს მნიშვნელობა, ვის წინააღმდეგ იქნება ეს.

- როგორც ჩანს, ხალხს უნდა, ყველაფერში მე დამადანაშაულოს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ფეხბურთის თამაშია.

- ცხოვრებაში არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მომენტები, ვიდრე მოედანზე გამარჯვება ან დამარცხებაა.

- როდესაც დადგება დღე და ფეხბურთით ვეღარ ვისიამოვნებ, ეს ჩემი კარიერის ბოლო დღე იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    g.br
    სტუმარი [?]
    #23 8 მაისი 2016 18:42
    0
    gviniashvilma oqro dado <3
    leo.ney.sua
    სტუმარი [?]
    #22 8 მაისი 2016 17:11
    0
    ეჰ შენს გარეშე ფეხბურთი რაღაა ჩემო ლომო
    MNS 9 10 11
    სტუმარი [?]
    #21 8 მაისი 2016 08:57
    0
    ამიტომ მიყვარს ლეო love love
    mati
    სტუმარი [?]
    #20 8 მაისი 2016 00:17
    0
    ციტატა: BARNABICHI
    baqoshi ro tardeba exla judos maq qartvelebi ar gamodien . ar gaatarot

    ki gamodian
    L messi
    სტუმარი [?]
    #19 7 მაისი 2016 23:18
    0
    "როდესაც დადგება დღე და ფეხბურთით ვეღარ ვისიამოვნებ, ეს ჩემი კარიერის ბოლო დღე იქნება,, ამ სიტყვებმა გული ამიჩუყა sad წარმოუდგენელია ფეხბურთუ მესის გაარეშე
    Aron Ralston
    სტუმარი [?]
    #18 7 მაისი 2016 22:27
    0
    ციტატა: reali777
    ციტატა: გიორგი ნუცუბიძე
    ეგია კაცი,აბა რონალდო?ამიტო მიყვარს მესი <3 smile

    რონალდო რა შუაშია ერთი ძაან მაინთერესებს :D:

    ვაიმეე ყველას უნდა ეცე სიტყვებზეე ? :DDD
    გიორგი ნუცუბიძე
    სტუმარი [?]
    #17 7 მაისი 2016 20:40
    0
    ეგია კაცი,აბა რონალდო?ამიტო მიყვარს მესი <3 smile
    მწერალი [?]
    #16 7 მაისი 2016 20:31
    0
    [quote=CELTIC][quote=jek barca]ვინმემ წაიკითხეთ ფცი.გე-ზე პაპუს კომენტარები???? ტიპი მეცოდება სერიოზულად wink[/quot]
    კი კაცო wink სასტავს ღადაობა რო მოგვინდება პაპუს კომებს ჩავუჯდებით ხოლმე, რაგა კომედიური ჟანრის ფილმი და რაღა პაპუს სიბრძნეები lol[/quote]
    რომელ სიახლეზეა?
    tikok
    სტუმარი [?]
    #15 7 მაისი 2016 19:58
    0
    აი ამ ყველაფრის გამო მიყვარს ეს ადამიანი ძალიან ძალიან <3
    Nika-FCB
    სტუმარი [?]
    #14 7 მაისი 2016 19:37
    0
    მაგარი ხარ
    CELTIC
    სტუმარი [?]
    #13 7 მაისი 2016 19:35
    0
    [quote=jek barca]ვინმემ წაიკითხეთ ფცი.გე-ზე პაპუს კომენტარები???? ტიპი მეცოდება სერიოზულად wink[/quot]
    კი კაცო wink სასტავს ღადაობა რო მოგვინდება პაპუს კომებს ჩავუჯდებით ხოლმე, რაგა კომედიური ჟანრის ფილმი და რაღა პაპუს სიბრძნეები lol
    mari mari
    სტუმარი [?]
    #12 7 მაისი 2016 18:36
    0
    აი ამიტო მიყვარს ეს ადამიანი მარტო ფეხბურთელი კი არ უნდა იყო ადამიანადაც უნდა ვარგოდე და ეს სწორედ ამის მაგალითია. ვერ წარმომიდგენია რომ მესი კარიერას დაასრულებს, ისე ისაუბრა გული ამიჩუყდა. sad ერთ ერთი საუკეტესო კიარა ყველაზე მაგარი ფეხბურტელია. wink
    the king is messi
    სტუმარი [?]
    #11 7 მაისი 2016 18:26
    0
    ki gamodian
    მწერალი [?]
    #10 7 მაისი 2016 17:21
    0
    როდესაც დადგება დღე და ფეხბურთით ვეღარ ვისიამოვნებ, ეს ჩემი კარიერის ბოლო დღე იქნება.
    sad sad
    ვერ წარმომიდგენია ის დრო, როცა მესიმ უნდა დაგვტოვოს.
    სწორედ ამიტომ ხარ მსოფლიოს საუკეთესო love
    ...barCa..
    სტუმარი [?]
    #9 7 მაისი 2016 17:19
    0
    Usshenod fexburti warmoudgenelia...
    Kapanadze..
    სტუმარი [?]
    #8 7 მაისი 2016 16:52
    0
    6 მაისს, რუმინეთის
    ჩემპიონატში, ბუქარესტის
    "დინამომ" "ვიტორულს"
    უმასპინძლა და მატჩი
    ფრედ, 3-3 დასრულდა.
    მატჩის 70-ე წუთზე,
    მასპინძელთა კამერუნელი
    ფეხბურთელი, პატრიკ
    ეკენგი მინდორზე წაიქცა.
    როგორც გაირკვა, მას
    გულის შეტევა დაემართა.
    26 წლის ნახევარმცველი
    საავადმყოფოში
    გადაიყვანეს. სამწუხაროდ,
    ექიმებმა მისი შველა ვეღარ
    მოახერხეს - პატრიკ ეკენგი
    გარდაიცვალა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 მაისი 2016 16:41
    0
    უდიდესი ადამიანი და პიროვნება
    ლიონელი
    სტუმარი [?]
    #6 7 მაისი 2016 16:37
    0
    ცრემლი მომადგა love
    MonteCristo031
    სტუმარი [?]
    #5 7 მაისი 2016 16:26
    0
    ვინმემ წაიკითხეთ ფცი.გე-ზე პაპუს კომენტარები???? ტიპი მეცოდება სერიოზულად wink
    intskirveli.fcb
    სტუმარი [?]
    #4 7 მაისი 2016 16:17
    0
    Ai rigor etyoba ro gulidan wamosulia es sityvebi