ელ არაბი: "ბარსელონას" დამარცხება გვინდა"
"გრანადას" თავდამსხმელი ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.
მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის 38-ე ტურში "ბარსელონა" სტუმრად "გრანადას" ეწვევა. შესაძლოა, ამ მატჩმა ჩემპიონის ბედი გადაწყვიტოს, რადგან თუ "ბარსელონა" ვერ მოიგებს და პარალელურ შეხვედრაში "რეალი" "დეპორტივოს" დაამარცხებს, მაშინ მიმდინარე სეზონის გამარჯვებულები მადრიდელები იქნებიან.
"ფეხბურთი ჩემი სამუშაოა. მინდა, გავიტანო, "ბარსელონა" დავამარცხოთ და ყველაფერი კარგად წავიდეს", - ამბობს იუსეფ ელ არაბი.
აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლების სეზონში, "გრანადამ" კატალონიელებს ანგარიშით 1-0 მოუგო.
"მაშინ "ბარსას" კარის აღება პირველ ტაიმში ჩემმა მეგობარმა ბრაიმიმ მოახერხა. მეორე ნახევარში კი "ავტობუსი გავაჩერეთ".
"გრანადა" ჩემი სახლია. ამჟამად მხოლოდ "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული", - განაცხადა მაროკოელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]