მასკერანო - ნეიმარს: "ნუ იქნები ეგოისტური, იფიქრე "ბარსელონაზე"
არგენტინელი ფეხბურთელი თავის ბრაზილიელ თანაგუნდელს ეგოიზმში ადანაშაულებს.
ინფორმაციას Catalunya Radio-ს კორესპონდენტი ჩავი მიგელი ავრცელებს, რომელიც ფეხბურთელების საუბარს შეესწრო. ხავიერ მასკერანო თვლის, რომ ნეიმარი გუნდის ინტერესების სასარგებლოდ ხშირად არ მოქმედებს.
"ნუღარ იქნები ასეთი ეგოისტური მოთამაშე და უფრო მეტად იფიქრე "ბარსელონაზე", - ასე უთქვამს არგენტინელს ბრაზილიელისთვის.
საინტერესოა, რომ მსგავსი მოსაზრება ნეიმართან დაკავშირებით ადრე ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავკაცს, ხავიერ კლემენტესაც გამოუთქვამს. ის მიიჩნევს, რომ ბრაზილიელისთვის "ბლაუგრანას" დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]