"გრანადასთან" მატჩისთვის განაცხადში გუნდის ყველა ფეხბურთელი მოხვდა
ხვალ, ლა ლიგის ბოლო, 38 ტური გაიმართება, სადაც "ბარსელონას" "გრანადა" უმასპინძლებს. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვალ გასამართი მატჩის განაცხადი დაასახელა.
გამგზავრებამდე გუნდმა დასკვნითი ვარჯიში გამართა. აღსანიშნავია, რომ ვარჯიშში პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი იყო ჩართული, ასევე გუნდთან ერთად "ბარსა ბ"–ს მეკარემ, ხოსე სუარესმა ივარჯიშა.
როგორც იცით,ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილი გახდება შეძლებს თუ არა "ბლაუგრანა" ლა ლიგის თასის აწევას.
ამდენად, ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით გრანადაში გუნდი სრული შემადგენლობით გაემგზავრა: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, დუგლასი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ალვესი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, მუნირი, ალბა, სანდრო, ს. რობერტო, ადრიანო, ვიდალი, ვერმალენი, მატიე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]