ფაბრეგასი: "პრიმერაში დაბრუნება? რატომაც არა! "ბარსელონაში" დაბრუნება? - არა!"
"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი საინტერესო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ესპანეთის ჩემპიონატში სიამოვნებით დაბრუნდებოდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში კატალონიურ კლუბში.
"პრიმერაში დავბრუნდებოდი. რატომაც არა? თუმცა, წარუმატებელი სეზონის შემდეგ, "ჩელსიში" ბევრი საქმე მაქვს და სხვა რამეზე არ ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ პრემიერ ლიგასთან ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესოა.
აი, "ბარსელონაში" დაბრუნება კი შეუძლებელია. იმ შემთხვევაშიც კი, მე რომ ეს მინდოდეს. ამ კლუბში ჩემი თამაში წარსულს ჩაჰბარდა."
შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი კატალონიელია, მისი აღმზრდელი კკლუბი კი "ბარსელონაა". სესკმა მშობლიური გუნდი 16 წლის ასაკში დატოვა და ის "არსენალში" გადავიდა. 2011 წელს, ფაბრეგასი "ბარსელონაში" დაბრუნდა, ხოლო 3 წლის შემდეგ, ის "არსენალის" პრინციპული მეტოქის, "ჩელსის" რიგებში ჩაირიცხა. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ 29 წლისი ფეხბურთელს, მისთვის მნიშვნელოვანი კლუბების პრინციპული მეტოქეების მაისურით თამაშის პრობლემა არ აქვს. ასე რომ, ვნახოთ, ვიხილავთ თუ არა სესკ ერთ დღეს "ატლეტიკოს", ან თუნდაც "რეალის" მაისურით. სხვა ესპანურ გუნდებს მისი და "ჩელსის" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება ნამდვილად გაუჭირდებათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]