"ფიორენტინას" ტელიოს გამოსყიდვა უნდა
პორტუგალიური A Bola-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" თავდამსხმელი კრისტიან ტელიო, შესაძლოა, "ფიორენტინაში" დარჩეს, სადაც ამჟამად არენდით თამაშობს.
წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი კატალონიელებთან 24 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. "ფიორენტინა" ფეხბურთელის სატრანსფერო თანხის შემცირებას ცდილობს. თუ იტალიელებს ეს არ გამოუვათ, ისინი ესპანელი ფეხბურთელის იჯარას გაახანგრძლივებენ. უფლებების გამოსყიდვაში პრობლემა, შესაძლოა, მხოლოდ ტელიოს მაღალი ხელფასი აღმოჩნდეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]