"ბარსელონას" ბელერინის დაბრუნება უნდა
კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯის პერიოდში "არსენალის" მარჯვენა მცველის, ექტორ ბელერინის დაბრუნებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ბელერინი დანი ალვესს შეცვლის, რომელიც, დიდი ალბათობით, "იუვენტუსში" გადავა. ბელერინი "ბარსელონას" აღზრდილია. მან კარიერა 8 წლის ასაკში კატალონელთა რიგებში დაიწყო. 21 წლის ფეხბურთელი, შესაძლოა, სესკ ფაბრეგასის გზას გაჰყვეს, რომელიც ახალგაზრდულ ასაკში "არსენალში" გადავიდა, შემდეგ კი კატალონიურ კლუბში დაბრუნდეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]