Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის მე-2 გათამაშების შედეგები
Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-2 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.
წინა ორშაბათს, ჩვენ საიტზე დაიდო ვიქტორინის კითხვები. სულ 10 კითხვა, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული ჰქონდა ქულა.
ათივე კითხვას სწორი პასუხი 9 ადამიანმა გასცა. შესაბამისად, ყველა მათგანმა ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.
ვიქტორინის წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ მომხმარებელს ენიჭება, რომელმაც პასუხები ყველაზე ადრე გამოგზავნა. ეს იყო მომხმარებელი ნიკით ND10, რომელსაც გამარჯვებას ვულოცავთ. მას Fanz.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, "ბარსელონას" მაისური გადაეცემა.
სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:
1. რომელმა მწვრთნელმა მოაგროვებინა "ბარსელონას" ლა ლიგის ერთ გათამაშებაში 100 ქულა? - ტიტო ვილანოვა
2. ესპანელ მწვრთნელთაგან რომელმაც უთავკაცა "ბარსელონას" ყველაზე მეტ მატჩში? - პეპ გვარდიოლა
3. ვისი პრეზიდენტობის დროს შეიძინა "ბარსელონამ" რონალდინიო? - ხუან ლაპორტა
4. "ბარსელონას" რომელი ნახევარმცველი გახდა 2009 წელს ესპანეთის ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა? - სერხიო ბუსკეტსი
5. დაასახელეთ ერთადერთი უნგრული გუნდი, რომელსაც გამპერის თასი მოუგია. - უიპეშტი
6. ვინ იყო "ბარსელონას" პირველი პრეზიდენტი? - უოლტერ უაილდი
7. სხეულის რა ნაწილით გაიტანა ლიონელ მესიმ გოლი 2009 წელს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში? - მკერდი
8. რამდენი მატჩი დასჭირდა პეპ გვარდიოლას (მწვრთნელს) ლა ლიგაში 100 თამაშის მოსაგებად? – 132
9. რამდენჯერ ითამაშა "ბარსელონამ" სიუტატ დე ბარსელონას თასზე? – 1
10. 1928 წელს, სამხრეთ ამერიკული ტურნეს დროს, რომელმაც ფეხბურთელმა გაიტანა "ბარსელონადან" პირველი გოლი? - სამიტიერი
საუკეთესო ათეული დაგროვილი ქულების მიხედვით:
ND10 – 55
cruyff9 – 55
Riva1989 – 55
dato29dato – 55
jorben – 55
Cule 1995 – 55
Gogla – 55
Cule 1995 – 55
Hovik – 51
iko – 49
ვიქტორინის მე-3 ტურის კითხვები საიტზე დაიდება ორშაბათს, 13 ივნისს, ზუსტად 12:00 საათზე.
რატომ Fanz.ge?
აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.
დაინტერესდი?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 9 ]