პუიოლი, ინიესტა და ანრი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დაწყების წინ, UEFA-მ ამ ტურნირის ისტორიის გათვალისწინებით შედგენილი სიმბოლური ნაკრები დაასახელა. გუნდის შედგენაში მონაწილეობა გულშემატკივრებმა მიიღეს.
სიმბოლურ გუნდში 3 ფეხბურთელი მოხვდა, რომლებსაც "ბარსელონაში" უთამაშიათ. ესენი კარლეს პუიოლი, ანდრეს ინიესტა და ტიერი ანრი არიან.
სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია); პაოლო მალდინი (იტალია), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), ფილიპ ლამი (გერმანია); ანდრეა პირლო (იტალია), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი); ტიერი ანრი (საფრანგეთი), მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]