"ბარსელონა" ანდრე გომეშსა და გერეირუს აკვირდება
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" "ვალენსიას" ნახევარმცველის, ანდრე გომეშისა და "ლორიანის" მარცხენა მცველის, რაფაელ გერეირუს შეძენის სურვილს გამოთქვამს.
კატალონიური წყაროს ცნობით, პორტუგალიასა და ესტონეთს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (7:0) "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა, თვალი მიადევნა არა მხოლოდ სედრიკ სოარეშის თამაშს, არამედ ანდრე გომეშსა და გერეირუსაც დააკვირდა.
"ბარსელონა" პორტუგალიელებით დანი ალვესის წასვლისა და ადრიანო კორეიას შესაძლო წასვლის გამო ინტერესდება. კატალონიელები ბუსკეტსის შემცვლელსაც ეძებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]