ოფიციალური განცხადება - "ბარსამ" ნეიმარის ტრანსფერში დარღვევები აღიარა
"ბარსელონამ", ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმდინარე საგადასახადო დავაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა და კატალონიური კლუბის მხრიდან დარღვევების არსებობა აღიარა.
"დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, დაეთანხმოს კლუბის იურიდიული დეპარტამენტის ინიციატივას და ნეიმარის ტრანსფერის დაგეგმვის დროს დაშვებული საგადასხადო შეცდომები აღიაროს. ეს გადაწყვეტილება ორშაბათს გამართულ სხდომაზე იქნა მიღებული. აღნიშნული საქმის მოსმენა ბარსელონას რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
შეთანხმება 2011 და 2013 წლებში, ნეიმარის ტრანსფერის დაგეგმავსთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომების აღიარებას ითვალისწინებს. ამასთანავე, კლუბი თავისუფლდება 2014 წლის ქმედებებზე პასუხისმგებლობისაგან.
საბჭოს მიაჩნია, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან გაურკვეველი სიტუაცია დასრულდება და კლუბს სამომავლოდ სპორტულ და ეკონომიკურ მიღწევებზე აქცენტის გაკეთების საშუალება ექნება.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, ეს საკითხი წევრი დელეგატების მომდევნო გენერალურ ასამბლეაზე გამოიტანოს." - ვკითხულობთ "ბარსელონას" განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ აღიარების შემდეგ, "ბარსელონა", ჯარიმის სახით, 5.5 მილიონ ევროს გადაიხდის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]