არნასონი: "რონალდუს კომენტარი ადასტურებს, რომ მესი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნება"
ისლანდიის ეროვნული ნაკრების მცველი კარი არნასონი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ერთმანეთს ადარებს.
პორტუგალიასა და ისლანდიას შორის ევროპის ჩემპიონატზე გამართული მატჩის (1:1) შემდეგ, რონალდუმ ისლანდიელები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ფრე ისე აღნიშნეს, თითქოს ევროპის ჩემპიონატი მოეგოთ. მსოფლიოს ყოფილი საუკეთესო ფეხბურთელის ამ განცხადებას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათ შორისაა ისლანდიის ნაკრების წევრი კარი არნასონი.
"რონალდუ დიდი ფეხბურთელია, მაგრამ არცთუ სასიამოვნო ადამიანი. ჩვენ კინაღამ მოვიგეთ, ის კი ამბობს, რომ მოგებისთვის არ ვიბრძოდით. მისი კომენტარი ადასტურებს, რომ მესი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნება. ასეთ სიტყვებს მესისგან ნამდვილად ვერ მოისმენთ."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]