ბატისტუტა: "მტკივნეულია, რომ მესი ჩემ რეკორდს ამხობს"

ბატისტუტა: "მტკივნეულია, რომ მესი ჩემ რეკორდს ამხობს"

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გაბრიელ ბატისტუტა ლიონელ მესის მიერ მისი რეკორდის გამეორების ფაქტს გამოეხმაურა.

აქამდე, არგენტინის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ბატისტუტა იყო, რომლის ანგარიშზეც "ალბისელესტეს" მაისურით გატანილი 54 გოლია. კოპა ამერიკის 1/4-ფინალში, ვენესუელასთან გატანილი გოლის წყალობით, მას მესი გაუთანაბრდა.

"ცოტათი მტკივნეულია, რომ მესი ჩემ რეკორდს ამხობს, მაგრამ მან ეს დაიმსახურა. არ ვიცი, რა სიტყვებით უნდა აღვწერო ეს ფეხბურთელი. ის სხვა პლანეტიდანაა.

არის თუ არა დღეს რომელიმე ფეხბურთელი ბატისტუტას დონის? ვფიქრობ, სუარესი მგავს. ის იბრძვის და მას ბევრი გოლი გააქვს. ის მე საკუთარ თავს მაგონებს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    kaizersoza
    სტუმარი [?]
    #3 21 ივნისი 2016 00:52
    0
    http://www.newsnow.co.uk/ აქ შედით კაი საიტია ყოველ წუთს რაგაც ახალი ინფორმაცია იდება
    FCBYNWA
    სტუმარი [?]
    #2 20 ივნისი 2016 22:23
    0
    ბოლოს ისიც თქვა ეტყობა ვერ გადათარგმნეს გული მტკივა რო ამხობსო მაა ხო გაგიგიათ გამოთქმა იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #1 20 ივნისი 2016 21:31
    1
    აა კაცი :D