ასპილიკუეტა: „ბარსელონას“ ინტერესი იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ“
ლონდონის "ჩელსის" ესპანელი მცველი სეზარ ასპილიკუეტა კატალონიის "ბარსელონას" ინტერესს გამოეხმაურა. იტყობინება, Sport.
"რადგან ჩემს მიმართ ინტერესს ასეთი დონის კლუბი იჩენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ. ყოველთვის ვცდილობ შრომის მაქსიმუმი გავიღო, ეხლა "ჩელსის" ფეხბურთელი ვარ და სხვა გარემოებაზე არ ვფიქრობ." - განაცხადა, ასპილიკუეტამ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი "ლურჯებთან" 2019 წელს იწურება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 18 მილიონი ევროა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]