არგენტინის ნაკრები მასკერანომაც დატოვა
კოპა ამერიკის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალში მარცხი არგენტინის ნაკრებისთვის ძალიან დიდი დარტყმა გამოდგა. მორიგი ფინალის წაგების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ გუნდს მისი ლიდერი, ლიონელ მესი ტოვებს. მოგვიანებით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს რამდენიმე თანაგუნდელი შეუერთდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა ხავიერ მასკერანომაც, რომელსაც "ალბისელესტეს" მაისურით 129-ჯერ უთამაშია და 3 გოლი გაუტანია.
მესისა და მასკერანოს გარდა, არგენტინის ნაკრები სერხიო აგუერომაც დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, იგივეს გეგმავენ გონსალო იგუაინი, ეზეკიელ ლავესი, ლუკას ბილია და ანხელ დი მარია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 41 ]