ალვესი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გადის

ალვესი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გადის

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი იტალიის მოქმედ ჩემპიონებთან ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოსაა.

მოგეხსენებათ, გასული სეზონის დასრულების შემდეგ დანიელ ალვესმა თავის კონტრაქტში არსებული პუნტი გამოიყენა, რომლის მიხედვითაც მისი შეწყვეტა ნაადრევად შეეძლო.

ბრაზილიელი დღეს ტურინში ჩაფრინდა და ადგილობრივი "იუვენტუსის" ბაზაზე სამედიცინო შემოწმებას გადის. შემოწმების წარმატებით დასრულების შემდეგ დანი კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, ალვესი "ბარსელონას" ღირსებას რვა წლის განმავლობაში იცავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #1 27 ივნისი 2016 20:03
    0
    ეეჰ დანი მოგვენატრები.... :// sad