ბრავო: „ვიმედოვნებ, მესი არგენტინაში თამაშს გააგრძელებს, ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა“
კატალონიის "ბარსელონასა" და ჩილეს ეროვნული ნაკრების მეკარემ კლაუდიო ბრავომ მის თანაგუნდელს ლიონელ მესის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ბრავოს ჩილე და მესის არგენტინა დაუპირისპირდა კოპა ამერიკის ფინალში ერთმანეთს, სადაც გამარჯვება ჩილემ იზეიმა.
მატჩის შემდგომ ლიონელ მესიმ კი განაცხადა, რომ მისთვის სანაკრებო კარიერა დასრულებულია.
"ჩემთვის ლიონელ მესი - მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი ადამიანია ის. ის საუკეთესო ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, ის კვლავ ითამაშებს არგენტინის ნაკრებში და დიდი ხანი დარჩება ფეხბურთში." - განაცხადა, ბრავომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]