"ბარსელონა" "აიაქსის" ახალგაზრდა ნახევარმცველს იწვევს

"ბარსელონა" "აიაქსის" ახალგაზრდა ნახევარმცველს იწვევს

ამსტერდამის "აიაქსის" 19 წლის ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი კატალონიის "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელები ახალგაზრდა ფეხბურთელით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მისი თამაში იხილეს.

იმ შემთხვევაში, თუ ვან დე ბეკი "ბარსელონაში" გადავა, ის კატალონიელთა მე-2 გუნდში ითამაშებს.

პრობლემას ის ქმნის, რომ "აიაქსი" ფეხბურთელთან გაშორებას არ გეგმავს. ამსტერდამელთა აზრით, ვან დე ბეკის ახლა გაშვება გონივრული გადაწყვეტილება არ იქნება, რადგან უახლოეს წლებში მისი ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 ივნისი 2016 17:16
    0
    აბა ჰე, სადაა პერესი? დაიწყებს ეხლა რეალი ჩალიჩს, ოღონდ ბარსას ვინმე ააცალოს და ფულს არა ითვლის.
    koka aronia
    სტუმარი [?]
    #2 30 ივნისი 2016 14:01
    0
    ბაზოერიც დაამატეთ ამას მეორე ზეიდორფი იზრდება მანდ
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #1 30 ივნისი 2016 14:01
    0
    ისე მანდ რომ ბაზოერი თამაშობს არ გევასებათ? გაასწორებდა ეგ ბიჭი ბარსაში ...